ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ჩამქრალია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.